თინა ხიდაშელმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პაპუაშვილის ობიექტურობაზე მაღალი აზრი არ გააჩნია.
„სასამართლო ქვეყანაში რომ არსებობდა, ეს დამავიწყდა ბევრი წლის განმავლობაში. დაგვავიწყდა არა იმიტომ, რომ იქ ვინმე არ მიდიოდა და არ ჩიოდა, არამედ იმის გამო, რომ მათ თვითონ დაავიწყდათ საკუთარი ფუნქციები. დღეს ის ძალიან აქტიურია.
მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაჩნდა ამ ქვეყანაში, როგორც ფაქტორი.
გიორგი პაპუაშვილის ობიექტურობაზე მე მაღალი აზრი ძალიან დიდი ხანია არა მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს აბსოლუტურად არაფერს იმ ტიპის პრობლემებთან მიმართებაში, რაზეც დღეს საუბრობს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.