logo_geo
eng_logo
ბათუმში მაშველების მიერ ამოყვანილი ქალის მეუღლის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ მათი 1 და 9 წლის შვილები რჩებიან
- +

8 ოქტომბერი. 2021. 21:43

 

 

ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ინგა მეკეიძის ქმრის, რამაზ დავლაძის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ მათი 1 და 9 წლის შვილები რჩებიან.

 

როგორც დავლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მეუღლე შეუძლოდაა და მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

 

„ძალიან შეუძლოდაა, დამტვრეულია. ღმერთის წყალობით ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ღმერთით. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, მაგრამ მე არაფერი ვიცი. მეუღლე ჯერჯერობით კონტაქტური არაა“, - აცხადებს რამაზ დავლაძე.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს, ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აღენიშნება. ​კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა. მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner