ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ნგრევის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი, ახალგაზრდა კაცი ამოიყვანეს.
ახალგაზრდა კაცი კონტაქტურია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია კი უკვე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გახდება ცნობილი.
11 საათის განმავლობაში მაშველებს მასთან კომუნიკაცია ჰქონდათ დამყარებული. კაცი მეექვსე სართულზე ცხოვრობდა და შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.
ანამდე, დაახლოებით ერთი საათის წინ, მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო დახმარებას უწევენ.