logo_geo
eng_logo
ბათუმში, მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი, ახალგაზრდა კაცი ამოიყვანეს
- +

8 ოქტომბერი. 2021. 23:15

 

 

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ნგრევის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი, ახალგაზრდა კაცი ამოიყვანეს.

 

ახალგაზრდა კაცი კონტაქტურია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია კი უკვე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

11 საათის განმავლობაში მაშველებს მასთან კომუნიკაცია ჰქონდათ დამყარებული. კაცი მეექვსე სართულზე ცხოვრობდა და შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.

 

ანამდე, დაახლოებით ერთი საათის წინ, მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო დახმარებას უწევენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner