logo_geo
eng_logo
გია ხუხაშვილი: როდესაც საზღვარს უკანონოდ კვეთ, ესე იგი შენ გაქვს არალეგიტიმური, უკანონო დღის წესრიგი
- +

8 ოქტომბერი. 2021. 23:16

 

 

„როდესაც საზღვარს უკანონოდ კვეთ, ესე იგი შენ გაქვს არალეგიტიმური, უკანონო დღის წესრიგი“, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, სხვა სამართლებრივი საქმეები რომც არ იყოს, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის გამოც დასაპატიმრებელი იყო.

 

„ადამიანმა, რომელიც იყო ქვეყნის პირველი პირი და კონსტიტუციის გარანტი, აი ახლა, მიმდინარე პროცესში ორჯერ დაარღვია კანონი. რომელი ქვეყნის მოქალაქეცაა უკანონოდ გადაკვეთა ის საზღვარი და უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. მარტო ამის გამო იყო ის დასაპატიმრებელი. ადამიანს როდესაც ქვეყნის მართვაზე გაქვს პრეტენზია, შენ თვითონ იმ ქვეყნის კანონს პატივი ხომ უნდა სცე, როდესაც საზღვარს უკანონოდ კვეთ, ესე იგი შენ გაქვს არალეგიტიმური, უკანონო დღის წესრიგი. დიდი ბოდიში ახლა, ამისთვის, რაც არ უნდა მაგარი ბიჭი იყო და შენი გულშემატკივარი ვიყო, მაინც უნდა ჩავთვალო, როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა, რომ შენ ხარ ამის გამო დასაპატიმრებელი”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner