logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, ინფორმაცია ზუსტდება
- +

8 ოქტომბერი. 2021. 23:43

 

 

 

 „როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს, თუმცა ვერ ვადასტურებ, უნდა ასწიონ სინკარები და ნახონ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს ბათუმში სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობის ადგილიდან განუცხადა.

 

ამასთან ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ნანგრევებში 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს მოყოლილი.

კორპუსის ნანგრევებიდან ორი ადამიანია ამოყვანილი, რომლებიც კონტაქტურები იყვნენ და კლინიკაში არიან გადაყვანილი. ვვარაუდობდით, რომ ნანგრევებში იქნებოდა 10-დან 15 ადამიანამდე, თუმცა ვაზუსტებთ და სავარაუდოდ ნანგრევებში 10 ადამიანზე მეტი მოყოლილი არ უნდა იყოს. ზუსტ რაოდენობას ვერ ვასახელებთ, რადგან შესაძლოა ვინმე იყო სტუმრად, რამდენიმე დაკეტილი ბინა იყო, რომელთა მფლობელებიც თბილისში არიან და ვერ გვიდასტურებენ ბინაში ვინმე იყო თუ არა “, - განაცხადა შს მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner