logo_geo
eng_logo
ტიტე აროშიძე: პოლიტიკური ოპონირების დრო ამ მძიმე წუთებში არ არის
- +

8 ოქტომბერი. 2021. 23:55

 

 

„გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ძირითადი ნაწილი ნანგრევების უკვე გაწმენდილია, თუმცა მასა საკმაოდ დიდია და რამდენი ადამიანი იმყოფება ინფორმაცია არ გვაქვს. სამწუხაროდ გვაქვს მსხვერპლიც. უდიდესი ტრაგედიაა და ვიზიარებ“, - ამის შესახებ ბათუმში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ტიტე აროშიძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

 

„სამასამდე ადამიანი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. მერიაში უკვე შექმნილია შესაბამისი კომისია. იმოქმედებს ცხელი ხაზი და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, რომელიც ამ ბინებიდან გავიყვანეთ, მაქსიმალური ყურადღება მიექცევათ და დაკმაყოფილებულები იქნებიან დროებითი საცხოვრებლებით. ახლა არ არის პოლიტიკური ოპონირების დრო და ძალიან ამორალური საქციელია ვისაუბროთ პოლიტიკურ განცხადებებზე. ეს არის ქალაქის ტრაგედია და ყველა მობილიზებულია, მობილიზებულია სპეცტექნიკას და ყველაფერთან დაკავშირებით დროულად მოხდა რეაგირება. შექმნილია საგამოძიებო კომისიაც. პოლიტიკური ოპონირების დრო ამ მძიმე წუთებში არ არის“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner