„კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლამდე კაცი ბათუმის კლინიკაში 22:55 საათზე შემოიყვანეს. კლინიკაში შემოყვანის დროს მისი მდგომარეობა იყო მძიმე“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ კლინიკა „მედცენტრის“ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუცხადა.
„გამოხატული იყო ტრავმული შოკის სურათი, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, მარცხენა კოჭის არეში აღენიშნებოდა ღია მოტეხილობა. პაციენტს გაეწია გადაუდებელი სასწრაფო დახმარება. მიმდინარეობს კვლევები“, - აღნიშნა კლინიკის წარმომადგენელმა.