ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე აცხადებს, რომ ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ბინებით დაკმაყოფილდებიან.
„ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილია ორი ადამიანი. აქტიურად გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ყველა მუნიციპალური სამსახური ჩართულია სამუშაოებში, როგორც ტექნიკით, ასევე ცოცხალი ძალით. ყველა ის ოჯახი, ვისაც უსაფრთხო გარემოში გაყვანა ესაჭიროებოდა, გაყვანილია. მუშაობს მერიის ცხელი ხაზი, სადაც შემოდის მოქალაქეთა შეტყობინებები და შემდეგ მათ ვეხმარებით. ადამიანების ნაწილმა უარი განაცხადა და ისინი ნათესავებთან იმყოფებიან. ამ წუთის მდგომარეობით 6 ოჯახია გადაყვანილი სასტუმროში და მათთან მუშაობა გრძელდება. ის ადამიანები, რომლებიც ბინების გარეშე დარჩნენ, აუცილებლად დაკმაყოფილდებიან ბინებით“, - აცხადებს ლელა სურმანიძე.