logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: სამაშველო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ ნანგრევებიდან ყველა ადამიანს არ ამოვიყვანთ
- +

9 ოქტომბერი. 2021. 01:34

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ნანგრევებიდან ყველა ადამიანს არ ამოიყვანენ.

 

„უკვე ათ საათზე მეტია, ინტენსიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა შეძლეს ორი ადამიანის ამოყვანა. ისინი იმყოფებიან სამედიცინო დაწესებულებებში და ველოდებით ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ ნანგრევებიდან ყველა ადამიანს არ ამოვიყვანთ“, - განაცხადა რიჟვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner