logo_geo
eng_logo
მააიკე ვან კოლდამი: გულით ვუსამძიმრებ ბათუმში დაღუპულების ოჯახებს და ყველას, ვინც დაზარალდა
- +

9 ოქტომბერი. 2021. 21:54

 

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მააიკე ვან კოლდამი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

 

„გულით ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და ყველა მათგანს, ვინც დაზარალდა ბათუმში ბინის ჩამონგრევის შედეგად. მივესალმები მაშველების მუშაობას, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სიცოცხლის გადასარჩენად“, – ნათქვამია მააიკე ვან კოლდამის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.

 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner