logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: ქართველო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი თანაგრძნობა და სოლიდარობა
- +

9 ოქტომბერი. 2021. 21:57

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

 

„ღრმად ვარ დამწუხრებული ბათუმში შენობის ჩამონგრევის გამო. ჩემი ფიქრებით დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან ვარ. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

 

ქართველო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი ღრმა თანაგრძნობა და სოლიდარობა“, – ნათქვამია დმიტრო კულებას მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner