ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ისევ საშიშია, რადგან, შესაძლოა, კორპუსის ნაწილი კიდევ ჩამოიშალოს.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მშენებლებმა უნდა შეისწავლონ ტერიტორია და შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.
„იქიდან გამომდინარე, მშენებლები მაინც ვარაუდობენ, რომ საფრთხეა, შეიძლება, კიდევ მოხდეს რაღაც ნაწილის ჩამოშლა. ხედავთ, რომ სინკარებია გადმოწეული. სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, რომ იმსჯელონ როგორ უნდა მოხდეს სინკარების ჩამოხსნა, დაექვემდებარება დემონტაჟს, თუ არა ნაწილი მაინც, რომელიც იყო მიბმული კორპუსზე, ამას მშენებლები გადაწყვეტენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.