logo_geo
eng_logo
პიტერ სიიარტო: ევროკავშირი მზად არ აღმოჩნდა გამოწვევებთან გასამკლავებლად
- +

27 ივლისი. 2016. 16:16


„რას აკეთებს ევროკავშირი, როცა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციას აყოვნებს?" - ეს კითხვა „ამბასადორიალი 2016"-ზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ დასვა.


პიტერ სიიარტომ ევროკავშირი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არ აღმოჩნდა გამოწვევებთან გასამკლავებლად



„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა განყენებულია ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებისგან. ის თითქოს ბოლომდე ვერ აღიქვამს, რა უნდა მის მოსახლეობას.

 

 ვფიქრობ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა დასკვნა ვერ გააკეთეს თავისი მუშაობიდან. რაც შეეხება გაფართოებას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება აბსოლუტურად აუცილებელია, თუმცა, ევროსტრუქტურებში ფიქრობენ, რომ ეს ცუდი აზრია, რადგან ჩვენ ახლა გვაქვს პრობლემები და სჯობს, ჩაკეტილები ვიყოთ.

 

უნგრეთის პოზიციაა, რომ ახლა სწორედ სათანადო დროა, უფრო შემოქმედებითად მივუდგეთ საკითხს და მოვიზიდოთ მეტი წევრები, რადგან რაც უფრო მეტნი ვართ, უფრო ძლიერები ვართ. ჩვენი პოზიცია ასეთია არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ NATO-სთან მიმართებაშიც. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა გავფართოვდეთ და რაც შეიძლება მალე.

 

მაგალითად, უნგრელებს გვეუბნებიან, რომ პრორუსულად ვიქცევით და უფრო მეტი დაბრკოლება უნდა შევუქმნათ რუსულ პროპაგანდას, მაგრამ ნახეთ, თვითონ ევროკავშირი რას აკეთებს, როდესაც აყოვნებს ვიზა-ლიბერალიზაციის რეჟიმს? ეს ხომ საფრთხეს უქმნის თვითონ ევროკავშირის სანდოობას, თუ სხვა ქვეყანებთან გექნებათ მოლაპარაკებები.

 

 ევროპული და ევროატლანტიკური მხარდაჭერის ციფრები არ არის ისეთი მაღალი, როგორიც თავდაპირველად. იგივე იყო უნგრეთში. დიახ, მერე ხალხი იწყებს იმედგაცრუებას. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ვიზა-ლიბერალიზაცია, ჩვენ ვგულისხმობთ ამ სიტყვებს პირდაპირი გაგებით - დაუყოვნებლივ და არა ბრიუსელის გაგებით - დაუყოვნებლივ, თვეების მერე", - განაცხადა პიტერ სიიარტომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner