logo_geo
eng_logo
ჰუსეინ სურმანიძე: არ გამომიღია საყრდენი კედელი, მაბრალებენ
- +

11 ოქტომბერი. 2021. 12:43

 

 

„არ გამომიღია საყრდენი კედელი, ყველაფერს მაბრალებენ“, - განაცხადა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულმა მუშამ, ჰუსეინ სურმანიძემ. ადვოკატის თქმით კი, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია ნგრევა.

 

„სიმართლე არის ის, რომ არ არის გარკვეული, არაა დადგენილი, თუ რამ გამოიწვია ამ კორპუსის ნგრევა და ჩამოშლა. მუშა მეუბნება, რომ მიუთითა დამკვეთმა კედლის მოშლა. დავიწყეთ კედლის მოშლა, მეორე დღეს, კარი ვეღარ გავაღეთ და შენობა ჩამოიშალაო“, - ამბობს ადვოკატი მზია დიასამიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner