logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: ჯოჯოხეთური ღამე იყო
- +

11 ოქტომბერი. 2021. 15:11

 

 

„მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაუდგა ამ ოჯახებს და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ. ეს ნამდვილად ძალიან მძიმე და რთული ტრაგედიაა“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც დაღუპულთა პანაშვიდზე იმყოფებოდა.

 

„ნამდვილად ძალიან ტრაგიკული და ვიტყოდი, რომ ჯოჯოხეთური ღამე იყო ჯერ ოჯახის წევრებისთვის და შემდგომ ყველა ჩვენგანისთვის. ყველა ერთად ვცდილობდით გადაგვერჩინა ეს ადამიანები. მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაუდგა ამ ოჯახებს და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ. ნამდვილად ძალიან მძიმე და რთული ტრაგედიაა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner