ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ვინც „იმედზე“ სულხან მოლაშვილის მეუღლეს მოუსმინა, შეუძლებელია, კიდევ ერთხელ არ შეძრულიყო სააკაშვილის ხელისუფლების ავკაცობებით.
საკანში წყალი ჩასდიოდა;
ნათურაც არ ეკიდა;
წლინახევრის გოგონა(მესამე შვილი) ენატრებოდა და ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ;
საერთოდ კი, ოჯახის წევრებს მისი მონახულების უფლება მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ მისცეს;
როგორ ტანჯეს და აწამეს, ეს ისედაც მთელმა ქვეყანამ იცის!
და ეს მტარვალი (ვეთანხმები ქეთი დოლიძეს!) დღეს პრეტენზიებს გამოთქვამს ისეთ ციხეში, ორვარსკვლავიან სასტუმროს რომ ადარებენ და სადაც ვისაც მოესურვება, ის შედის. მალე, ალბათ, ცოლების რიგიც დადგება (მესამე უკვე ხომ ბრძანდებოდა, მეორეც ჩამოსულა აშშ-დან, იმედია, პირველიც მალე გამოჩნდება)...
აი, ეს მოგვიტანა კოჰაბიტაციამ!
აქაც ვეთანხმები ქეთი დოლიძეს.
ამასობაში, მგონი, შემიყვარდა კიდეც...“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.