logo_geo
eng_logo
19-20 ოქტომბერს საქართველოს ნატოს გენმდივნის ახლად დანიშნული სპეცწარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა
- +

15 ოქტომბერი. 2021. 23:21

 

 

19-20 ოქტომბერს საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ეწვევა. ეს იენს სტოლტენბერგის სპეცწარმომადგენლის რანგში საქართველოში ხავიერ კოლომინას პირველი ვიზიტი იქნება.

 

„შევხვდით ნატოს გენერალური მდივნის ახალ წარმომადგენელს. ის ორშაბათს ეწვევა საქართველოს პირველი ვიზიტით და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან ხავიერ კოლომინა ამ რანგში პირველად ეწვევა საქართველოს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ მასთან ერთად, რა არის ჩვენი ხედვები ნატოსთან ურთიერთობაში, როგორ ვხედავთ საქართველოს მომავალს ინტეგრაციის გზაზე“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner