logo_geo
eng_logo
პენტაგონი: აშშ-ის თავდაცვის მდივანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება
- +

16 ოქტომბერი. 2021. 01:34

 

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება. ამის შესახებ პენტაგონის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„საქართველოში, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში. ლიდერები ასევე განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონში უფრო მეტ რეგიონალურ თანამშრომლობას წაახალისებენ“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner