საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება. ამის შესახებ პენტაგონის განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოში, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში. ლიდერები ასევე განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონში უფრო მეტ რეგიონალურ თანამშრომლობას წაახალისებენ“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.