„ჩვენი მიზანია მოსახლეობას გავახსენოთ უახლესი ისტორია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი“, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა რუსთავის ციხესთან დღეს გამართული საპროტესტო აქციის შეფასებისას განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოში პოლიტპატიმრის სტატუსი პარლამენტმა 190 ადამიანს მიენიჭა, თუმცა ეს სტატუსი კიდევ ბევრ ადამიანს ეკუთვნის.
„მაშინ პოლიტპატიმრის სტატუსი იმ ადამიანებს მიანიჭეს ვინც საპყრობილეში იმყოფებოდა. ამ პოლიტპატიმრების საქმეები არავის აღარ გამოუძიებია.
ჩვენი მოთხოვნაც დღეს გამართულ აქციაზე სწორედ ეს იყო, რომ ამ 190 ადამიანის საქმე გამოიძიონ. კერძოდ, როგორ მოხდა მათი დაკავება, რა პირობებში იყვნენ და როგორ აწამეს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა დანაშაულებრივ ჯგუფთან გვაქვს საქმე. მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო“, - აღნიშნა მოლაშვილმა.