logo_geo
eng_logo
თორნიკე მოლაშვილი: გავახსენოთ ხალხს, რა სისხლიან რეჟიმთან გვქონდა საქმე, დღეს სად ვართ და ხვალ სად შეიძლება ვიყოთ
- +

16 ოქტომბერი. 2021. 22:22

 

„როგორ შეკრიბეს ეს ხალხი რეგიონებიდან გასაგებია, მაგრამ ხალხი შეცდომაშია შეყვანილი და ხალხმა უნდა იცოდეს მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე. ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი და მისი ხელმძღვანელია მიხეილ სააკაშვილი. ეს წლები მისთვის არაფერია, სამუდამო უნდა მიესაჯოს“, - მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში შეაფასა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვეღარასოდეს ვეღარ მოვა. როგორც ტერორისტული ორგანიზაცია არის აკრძალული, როგორც ფაშიზმი არის აკრძალული, ისე უნდა აიკრძალოს ეს პარტია საქართველოში. პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვებმაც, ვისაც ეს სტატუსი არ აქვს, უდნა მოვყვეთ ჩვენი ისტორიები. ხალხს უნდა გავახსენოთ სად ვცხოვრობდით და სად ვცხოვრობთ და თუ არ დავფიქრდებით, ხვალ სად შეიძლება ვიცხოვროთ. ხალხს ვთხოვთ შემოგვიერთდნენ. გავახსენოთ ხალხს, რა სისხლიან რეჟიმთან გვქონდა საქმე, დღეს სად ვართ და ხვალ სად შეიძლება ვიყოთ“, - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner