logo_geo
eng_logo
ირაკლი ნადარეიშვილი: სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით 309 პირს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდა
- +

16 ოქტომბერი. 2021. 23:02

 

„ჩვენი დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად ცნობილი არის 433 პირი. აქედან 309 პირის მიმართ ადგილი ჰქონდა ქონებრივი უფლების დარღვევას. დეპარტამენტის შუამდგომლობით, ეკონომიკის სამინისტროსგან სიმბოლურ ფასად, 309 პირს დაუბრუნდა ქონება, ან დაბრუნების პროცესშია. დეპარტამენტმა 108 ყოფილი მსჯავრდებულის განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს“, - ამის შესახებ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ნადარეიშვილმა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

 

„როგორც გადასინჯვის მოთხოვნამდე, ტარდება ორმაგი გამოძიება. ქონებრივ ნაწილში პირველადი, თუ რამდენად კეთილსინდისიერად იყო ქონება მოპოვებული და რამდენად კეთილსინდისიერად ფლობდა მისი მესაკუთრე, ამ საკუთრების მისგან უკანონოდ გასვლამდე. მეორე ეტაპია, რამდენად მოხდა დანაშაულებრივი გზით ამ ქონების მიქცევა, ან დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან სახელმწიფოს სასარგებლოდ. თითოეულ საქმეზე ორმაგ გამოძიებას ატარებს დეპარტამენტი“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner