logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: რაფაელ გლუკსმანს ვთხოვ ჩამოვიდეს და იმ ადამიანთან დადგეს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას დაზარალდა ან გარდაიცვალა
- +

16 ოქტომბერი. 2021. 23:15

 

„რაფაელ გლუკსმანს ვთხოვ ჩამოვიდეს საქართველოში და გულანთებული იმ ათასობით ადამიანის გვერდში დადგეს ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალდა და გარდაიცვალა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

გიორგი ამილახვარმა ასევე განმარტა, რომ რაფაელ გლუკსმანი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია და მისი განცხადებები მიკერძოებული იქნება.

 „ესაა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სუბიექტური ინდივიდის განცხადება და ვერანაირად ვერ იქნება აღქმული, როგორც მთლიანად ევროკავშირის თუ ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პოზიცია“, - აღნიშნა ამილახვარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner