„ევროპარლამენტის გამაყრუებელი სიჩუმის გარღვევის მცდელობა“, - ასე შეაფასა ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანის გზავნილები ექსპერტმა მამუკა არეშიძემ. მანვე განმარტა, რომ სააკაშვილის დამცველის მცდელობა საქართველოში გააჩინოს აღქმა, რომ თითქოს მიუკერძოებელი ევროპარლამენტი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, უსუსურია.
„ზუსტად გლუკსმანის მსგავსი დეპუტატები ცდილობენ ევროპარლამენტის გამაყრუებელი სიჩუმის გარღვევას, რომ აი ევროპარლამენტი მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერს. სინამდვილეში კი არის გამაყრუებელი სიჩუმე. მრჩევლის გარდა გლუკსმანი იყო მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობარი და გარდა ამისა ჩართული იყო გარკვეულ სქემებში“, - აღნიშნა არეშიძემ.