logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პერსონა, ამერიკისთვის საინტერესო არ არის
- +

18 ოქტომბერი. 2021. 15:12

 

 

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტს ეხმაურება.

 

მისი თქმით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები შეხვედრას აპირებენ როგორც ხელისუფლების, ისე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მისივე თქმით, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს აქვს ეთიკა და ასრულებს პროტოკოლის მოთხოვნებს:

 

„აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან და პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს მართავენ, ისინი როგორც მმართველი გუნდის, ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, ოპოზიციის განცხადებით აღნიშნული შეხვედრა ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების პოზიცია და ზოგადად ოპოზიცია აშშ-სთვის. რეალურად კი შეხვედრა ადასტურებს, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს აქვს ეთიკა (რის სიმცირესაც ოპოზიცია განიცდის) და ასრულებს პროტოკოლის მოთხოვნებს, რადგან როგორც პოზიციასთან, ასევე, ოპოზიციასთან შეხვედრა თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია და ამაში განსაკუთრებული არაფერია!

 

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ოპოზიციის მიერ სააკაშვილის ხსენებას, აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლების მხრიდან სრული იგნორირება მოჰყვა. მათ ცალსახად დააფიქსირეს, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ისინი პატივს სცემენ ქართულ მართლმსაჯულებას.

 

რაც შეეხება აქციებს, როგორც მათ განაცხადეს, დემოკრატიულ სამყაროში ხელისუფლებები არჩევნების გზით იცვლება და არა ქუჩაში. მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, არჩევნები იყო, რომლის პირველ ტურს მაღალი შეფასება მიეცა და მხარეებს მოუწოდეს, რომ მეორე ტურში დაფიქსირებული შედეგი ყველამ უნდა აღიაროს (აღნიშნულს ვაშაძეც ადასტურებს) სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ვიზიტმა ცხადყო:

 

საქართველო აშშ-სთვის რჩება უმთავრეს, სტრატეგიულ პარტნიორად, რომელმაც სტაბილური განვითარება უნდა გააგრძელოს;

 

სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პერსონა, ამერიკისთვის საინტერესო არ არის;

 

არჩევნები ჩატარდა მაღალ დონეზე და მხარეებმა მეორე ტურის შედეგები უნდა აღიარონ, რაც ამომრჩევლის მიერ გამოხატული თავისუფალი ნების პატივისცემას გულისხმობს;

 

აქციების დრო დასრულდა, აქციებით ხელისუფლების ცვლილებას არც ქართველი ხალხი და არც აშშ არ დაუშვებს!“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner