„თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ გადავიდა აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განუცხადა.
„გვაქვს დაგეგმილი თემატური შეხვედრები. ასევე შევხვდებით მოსახლეობას და კიდევ ერთხელ გავაცნობთ ჩვენს მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ პროგრამას. ასევე იმ ხედვებს, თუ როგორ ვფიქრობთ მომდევნო წლების განმავლობაში მუნიციპალური პროგრამების მოგვარებასა და კონკრეტულად თბილისის განვითარებას“, - აღნიშნა ამილახვარმა.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი.