logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საჯარო მოხელეებს მივმართავ, არ აჰყვნენ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს
- +

19 ოქტომბერი. 2021. 12:30

 

„საჯარო მოხელეებს მივმართავ, არ აჰყვნენ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა.

 

„მიხეილ სააკაშვილის მიმართვა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად ფარისევლურია თავად მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. ერთი მხრივ, საუბრობენ შერიგებაზე და თითქოს სამშვიდობო მისიით ჩამოდიოდა სააკაშვილი, მაგრამ ეს მიმართვები გვაჩვენებს, რომ მათი ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა და ეს პირდაპირი მოწოდებაა კანონის დაუმორჩილებლობისკენ, რაც მათ მიზნებს და ზრახვებს ავლენს. საჯარო მოხელეებს მივმართავ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ აჰყვნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner