logo_geo
eng_logo
მოსკოვში დიპლომატიური წყარო: სააკაშვილის ქმედება საქართველოს სასარგებლოდ არ მუშაობს
- +

21 ოქტომბერი. 2021. 10:43

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქმედებები, მათ შორის, სამშობლოში მისი უკანონო დაბრუნება და შემდგომი განცხადებები თბილისის ინტერესებს არ ემსახურება”, – ამის შესახებ მედია მოსკოვში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, ყველაფერი, რაც სააკაშვილს უკავშირდება, უფრო ცირკს ჰგავს”, – ამბობს წყარო.

 

მისივე თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ის, რასაც სააკაშვილი საქართველოში აკეთებს, საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს.

 

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი, რაც ხდება, საქართველოს შიდა საქმეა.

 

ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ხარისხში აღიქვამს მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ ქმედებებს, მაგრამ, როგორც მე მესმის, რადგან ის დაკავებულია, ეს არის სწორედ ის რეაქცია, რაც მან მიიღო თბილისში,” – დასძინა წყარომ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner