„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქმედებები, მათ შორის, სამშობლოში მისი უკანონო დაბრუნება და შემდგომი განცხადებები თბილისის ინტერესებს არ ემსახურება”, – ამის შესახებ მედია მოსკოვში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
“როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, ყველაფერი, რაც სააკაშვილს უკავშირდება, უფრო ცირკს ჰგავს”, – ამბობს წყარო.
მისივე თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ის, რასაც სააკაშვილი საქართველოში აკეთებს, საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი, რაც ხდება, საქართველოს შიდა საქმეა.
”ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ხარისხში აღიქვამს მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ ქმედებებს, მაგრამ, როგორც მე მესმის, რადგან ის დაკავებულია, ეს არის სწორედ ის რეაქცია, რაც მან მიიღო თბილისში,” – დასძინა წყარომ.