logo_geo
eng_logo
აბაშიძე-კარასინმა რუსულ-ქართული ურთიერთობების სამომავლო განვითარებაზე ისაუბრეს
- +

28 ივლისი. 2016. 12:35



რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო დიალოგი გაიმართა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.


„განიხილეს საკითხები, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს უკავშირდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსულ-ქართული ურთიერთობების სამომავლო განვითარებაზე" , - ნათქვამია განცხადებაში.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner