საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ათენში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა. როგორც მან „ქრონიკას“ განუცხადა, „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ დაკავშირებით საინტერესო განხილვები გაიმართა.
„მათ აქვთ დამატებითი ბენეფიტების მოლოდინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივიდან მიიღებენ. მნიშვნელოვანია მოისმინონ ის გზავნილები, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ასოცირებული ტრიოს ფორმატში განსაკუთრებულად ამბიციურად წარდგებიან დეკემბერში ბრიუსელის წინაშე. ჩვენი პარტნიორები აღიარებენ საქართველოს გამორჩეულ როლს ამ ფორმატში და იმედს იტოვებენ, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ ყველასთვის სამაგალითო იქნება რეფორმების ნაწილში“, - აღნიშნა კუჭავამ.