logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ათენმა უმასპინძლა ძალიან საინტერესო საქმიან კონფერენციას, რომელიც ჩვენ ორმხრივი შეხვედრების გასამართადაც გამოვიყენეთ
- +

22 ოქტომბერი. 2021. 20:06

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ათენმა უმასპინძლა ძალიან საინტერესო საქმიან კონფერენციას, რომელიც ქართულმა დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრების გასამართადაც გამოიყენა.

 

„ჩემთვის საინტერესო იყო ყველა იმ სპიკერთან შეხვედრა, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის მეგობარს და საქმიან პარტნიორ ქვეყნებს. მათთან ვისაუბრეთ განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. უმნიშვნელოვანესი იყო, მათი მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები მოგვესმინა და თან კონკრეტიკაზე გადასვლით - თუ რა უნდა გავაკეთოთ ხვალ მათივე გვერდში დგომით ევროკავშირში მალე გასაწევრიანებლად, აღებული ვალდებულებების შესასრულებლად, რათა ევროპამაც იამაყოს მომავალ წლებში განხორციელებული თანამშრომლობით“, - აცხადებს კახა კუჭავა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner