logo_geo
eng_logo
დავით რუსიშვილის ოჯახი ნიკა მელიას ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს, მათი თქმით, უდანაშაულო ადამიანი საპატიმროშია
- +

22 ოქტომბერი. 2021. 21:22

 

 

 

თბილისისთვის მებრძოლი ნიკა მელიას სკანდალი წარსულიდან. „ნაციონალების თავმჯდომარეს“ ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. აღსრულების ბიუროს მაშინდელი წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე, დავით რუსიშვილის ოჯახის მტკიცებით, საპატიმროში უდანაშაულო ადამიანი წავიდა.

 

დავით რუსიშვილი 2011 წლის ზურა ტარყაშვილის გახმაურებული მკვლელობის საქმეზეა მსჯავრდებული და მისი საჩივარი სტრასბურგში დევს. გამოძიებამ განზრახ მკვლელობისთვის რამდენიმე პირი დააკავა. ერთ-ერთი იყო 19 წლის დავით რუსიშვილი, რომელიც მკვლელობიდან მეორე დღეს დააკავეს. მის წინააღმდეგ ჩვენება ნიკა მელიამ მისცა. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე მაშინ აღსრულების ბიუროში მუშაობდა. მან გამოძიებას უთხრა, რომ მკვლელობის დღეს რუსთაველზე ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის წინ დავით რუსიშვილმა გადაირბინა. მელიამ დაკავებულიც კი ამოიცნო.

 

დავით რუსიშვილის მამა, თემურ რუსიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია ვერაფრით ვერ დაინახავდა ვერც მკვლელობას და ვერ დაიმახსოვრებდა თუ ვინ გადაურბინა მის მანქანას. „ნიკანორ მელიას ეს დავალება „ნაცმოძრაობიდან“ ჰქონდა. 19 წლის ბიჭი 21 წლით გაუშვეს ციხეში“, - აცხადებს თემურ რუსიშვილი.

 

მოგვიანებით გამოძიებამ პოზიცია შეცვალა და მკვლელობიდან რამდენიმე თვეში თავად თქვა, რომ პირი, რომელიც ნიკა მელიამ ამოიცნო და ფირზეა აღბეჭდილი დავით რუსიშვილი არ არის.

 

 „პროკურატურა აცხადებდა, რომ ის ადამიანი, რომელიც გადარბოდა ოპერის მხარეს იყო დავით რუსიშვილი, თუმცა შემდგომში ჩვენს და პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, პროკურატურამ დაიწყო მტკიცება, რომ ეს რუსიშვილი არ არისო. არადა მელიას მიცემული ჰქონდა ჩვენება ეს რუსიშვილიაო. ფაქტობრივად ცრუ ამოცნობა ჩაატარა და ამიტომ პროკურატურამ სასამართლოზე, ნაფიცი მსაჯულების წინაშე ნიკა მელია აღარ გამოიძახა“, - აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner