logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: როცა „ქართული ოცნება“, 2024 წელს იქნება ეს თუ 2028 წელს, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია
- +

22 ოქტომბერი. 2021. 23:38

 

 

 

„როცა „ქართული ოცნება“, 2024 წელს იქნება ეს თუ 2028 წელს, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა „ნაცმოძრაობა“ არის მეორეადგილოსანი.

 

„თუ ახალი ძალები წამოვლენ წინ და ამ შემთხვევაში ადვილი იქნება კოალიციაზე საუბარი, მაგრამ როცა წარსულის უმძიმესი ცოდვების გარდა დღევანდელი ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური პარტია გყავს მთავარ ოპონენტად, ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს და მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე. ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება - არ შეიძლება, რომ ამ ქვეყანამ წააგოს „ნაცმოძრაობასთან“ რომელიმე რაიონში. პირველ ტურში კახა კალაძემ ყველა დეტალთან დაკავშირებით ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება და მას არც აკრიტიკებდნენ. არ შედიოდნენ ამ თემებში, იმიტომ, რომ არ აწყობდათ. ახლა ჩვენ ამას დავამატეთ საკმაოდ ნეგატიური კამპანია, რომ თუ ვინმეს პოლიტიკური მეხსიერება ღალატობს, მასაც უნდა შევახსენოთ, ეს ადამიანები ვინ არიან და როგორ ალაგებენ ისიც „გაღმა შედავების“ პრინციპს“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner