logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ მედიაგარემოში 6 თვე ვერ გაძლებდა - მას შემკამათებელიც კი არ ჰყავდა
- +

23 ოქტომბერი. 2021. 01:26

 

 

გულწრფელად მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ მედიაგარემოში 6 თვე ვერ გაძლებდა - შემკამათებელი არ ჰყავდა“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„როცა „იმედი“ აღარ იყო თავისუფალი, იყო პატარა ტელევიზიები, მაგრამ დაფარვის ზონა არ ჰქონდათ. 90%-ზე გაცილებით მეტს ფლობდა „ნაციონალური მოძრაობა“ და როცა არ გყავს შემკამათებელი, 7-ჯერ გახსნი ერთ საავადმყოფოს, თითქოს რაღაც კეთდება. ამ დროს ნეგატივზე ტელევიზიით არავინ საუბრობდა, სადღაც წვრილად ჟონავდა ინფორმაცია და ამ გაჟონვის პირობებში იმ სასტიკმა მმართველობამ წააგო არჩევნები 2012 წელს. დღევანდელ მედიაგარემოში ისინი 6 თვე ვერ გაძლებდნენ, ხოლო ჩვენ 47% ავიღეთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მერე, არჩევნების წინა დღეს ქვეყანაში სააკაშვილის შემოვარდნის ფონზე და ჩვენი გუნდიდან გასული ადამიანების ფაქტორიც არ დავივიწყოთ“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner