შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე ჭაბუკა რაფავა აცხადებს, რომ პოლიციის უწყებიდან არ წასულა. როგორც რაფავამ „იმედინიუსს“ განუცხადა, ის ამ ეტაპზე კადრების განკარგულებაშია და არ არის გამორიცხული მუშაობა უწყებაში სხვა დანაყოფში კვლავ გააგრძელოს.
„მე არსად წავსულვარ, დავტოვე თანამდებობა, თუმცა ვრჩები კადრების განკარგულებაში. ეს არ ნიშნავს, რომ სისტემიდან წავედი. შეიძლება სხვა დანაყოფში გავაგრძელო მუშაობა. ეს არავის საქმე არაა, ვიღაცები კი დეზინფორმაციას ავრცელებენ. მე სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიყავი და არა გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. ასე რომ ნუ ავრცელებენ ჭორებს. მე პოლიციელი ვარ, 30 წელია ვმუშაობ და დემარშით სამსახურიდან არასდროს წავსულვარ“, - აღნიშნა ჭაბუკა რაფავამ.