„ადამიანს რომ ჰკითხო, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი, რომ ასკვნი - ისინი რუსულ თამაშს თამაშობენ, პასუხი არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთა და იმ ხალხმა რა გააკეთა ვინც ჩვენ რუსეთუმეობას გვაბრალებს. მოვიძიეთ მთავარი მტკიცებულება, ისკანდერის ნაწილები. მეორე - ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება და კონსტიტუციაში ჩაწერილი მყარი გეზი ევროპისკენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.
„ახლა რა გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ტერიტორიები „გაუპრავა“ რუსეთს, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ კომპანიებზე გაყიდა, ქცევის წესითაც რუსულად მართა ეს ქვეყანა. რეზოლუცია იყო შავით-თეთრზე მტკიცებულება, რომლითაც მათ უდასტურდებათ რუსული საქმე. ომიდან ორ თვეში, ქართველ სამხედროებს რომ აბრალებ, რომ ომის დაწყება მათი ინიციატივა იყო, კასეტური ბომბებით დაბომბეს თითქოს ცხინვალი და რუსეთის შეტევა იყო საპასუხო, ამაზე დიდი დანაშაული ქვეყნის წინაშე არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.