logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: წარმოიდგინეთ, რას გაგვიკეთებენ ეს დახვეწილი მწამებლები, თუ დაბრუნდებიან რევანშით
- +

23 ოქტომბერი. 2021. 01:47

 

 

„გულწრფელად ვწუხვარ, რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ და დღეს ამბობენ, რომ ცვლილებების და სიახლეების დრო დადგა, ამ ცვლილებებსა და სიახლეებში სააკაშვილს გულისხმობენ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

 

„წესით დღეს საზოგადოებას არ უნდა გაუჭირდეს ჯანსაღი არჩევანის გაკეთება. ბოლოს გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილი დახვეწილად გვატყუებდა არაჟნების ფონზე, რომ ის გაიტაცეს და მან თურმე არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, აი, ასეთ ტყუილში გვაცხოვრებდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, რას გაგვიკეთებენ ეს დახვეწილი მწამებლები, თუ დაბრუნდებიან რევანშით? რომელი ჟურნალისტი ან არასამთავრობო ორგანიზაცია გაუძლებს იმ ზეწოლას, რომელსაც ყველა ერთად გავდიოდით მაშინ. დღეს სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება და მედიის წარმომადგენლები თავისუფლები ხართ, მაგრამ მათ ჰგონიათ, რომ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების შემთხვევაში ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება? სიახლე და ცვლილება მიხეილ სააკაშვილია?“ - აცხადებს ირმა ჭკადუა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner