logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვგმობთ ძალადობას, ამბობს ის ხალხი, რომელთაც არ დაგმეს გადასკოჩილი კაცების გაუპატიურება
- +

23 ოქტომბერი. 2021. 02:15

 

 

„ვგმობთ ძალადობას, ამბობს ადამიანების ჯგუფი, რომელთაც 2012 წელს არ დაგმეს გადასკოჩილი კაცების გაუპატიურება, უკიდურესი წამება. ისინი დღეს გმობენ ვირტუალურ ძალადობას“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ვერ მიიღებს კრიტიკას მათგან, ვინც თავის დროზე ადამიანებზე სასტიკად იძალადა.

 

 „მაგალითად თქვენ რომ გაცხარდეთ ისე, რომ ვიღაცას ხელი დაარტყათ, ეს ხომ ცუდი საქციელია? მეც გეტყვით, რომ ცუდად მოიქეცით. ვგმობ ძალადობას, მაგრამ რომ გამოხტეს ადამიანი, რომელიც მკვლელობაზე 10-ჯერ მაინცაა ნასამართლევი და თითი დაგიქნიოთ, რომ მოძალადე ხართ და ესაა ცუდი საქციელი... მისგან ხომ არ მიიღებთ? მაგრამ თუ ხელიც არ დაგირტყამთ და ეს მკვლელი გაბრალებთ, მაშინ ამ კრიტიკის მიღება ხომ წარმოუდგენელია. ესაა „ნაცმოძრაობის“ არგუმენტი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner