logo_geo
eng_logo
აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს
- +

23 ოქტომბერი. 2021. 02:42

 

 

აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„დღეს პრეზიდენტი ბაიდენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ესაუბრა. ორმა ლიდერმა საჰელში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერისა და ინდო-წყნარ ოკეანეში თანამშრომლობის გაძლიერების ძალისხმევა განიხილა. მათ ასევე განიხილეს უფრო ძლიერი და ქმედითი ევროპული თავდაცვის საკითხი. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის მიმდინარე თვის ბოლოს რომში პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრას, სადაც ისინი გააგრძელებენ საუბარს, მიმოიხილავენ აშშ-საფრანგეთის თანამშრომლობის ბევრ სფეროს და გააძლიერებენ ჩვენს საერთო ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner