logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: პატიმრები, რომელთაც წამების კვალი ეტყობოდათ, დედებთან გვაბარებდნენ, რომ კარგად იყვნენ და ცდილობდნენ, ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ
- +

23 ოქტომბერი. 2021. 02:44

 

 

„ციხეში რეალურად ხდებოდა სრული სადიზმი. ძალიან ბევრი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მათ წამების კვალი ეტყობოდათ, ვერ ბედავდა თქმას. დედებთან გვაბარებდნენ, რომ კარგად იყვნენ და ცდილობდნენ, ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ. ჩვენ ვუყურებდით, რომ ისინი იყვნენ ნაწამები, მაგრამ ამაზე ვერ საუბრობდნენ. თუ შეკითხვას დავსვამდით, ამბობდნენ, რომ მეორე სართულიდან გადმოვარდნენ. იქ კედლებსაც ყურები ჰქონდა და ყველაფერი ისმინებოდა“, - ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაიხსენა.

 

„მყავდა დაცვის ქვეშ მყოფები, რომლებმაც მეუღლეებს ხანგრძლივ პაემნებზე მისვლა აუკრძალეს, რადგან იცოდნენ, რომ ყველაფერი ისმინებოდა და იწერებოდა. შემდგომ ამ ყველაფერს შანტაჟისთვის იყენებდნენ. მინდა მივმართო მშობლებს, რომლებსაც მძიმე ფასად დაუჯდათ ამ ჯოჯოხეთიდან საკუთარი შვილების ცოცხლად გამოხსნა. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სახლი იმისთვის, რომ მეუღლის თუ შვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაერჩინა და საპროცესო შეთანხმება გაეკეთებინა. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომლებმაც არ იციან რა მეთოდებით მოქმედებდნენ მაშინ ძალოვნები. მინდა გავიხსენო, დიდუბე-ჩუღურეთში ღამეში ათამდე ჯგუფი აჰყავდათ, ძირითადად ახალგაზრდები. იჭერდნენ წინააღმდეგობის გაწევისთვის და ყველა საქმეში იყო ერთი და იგივე დახეული „ჟილეტი“, რომელიც თითქოს წინააღმდეგობის გაწევის დროს დაზიანდა. როგორ შეიძლება იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ყველაფერი გამოიარეს, დღეს თავს ახვევდნენ ცვლილებებს და მთავრობას, რომელიც დაკომპლექტებულია წინა რეჟიმის წარმომადგენლებითა და მათთან დაახლოებული პირებით, რომლებიც ცდილობენ გაათეთრონ ის უბედურება, რასაც ეს ადამიანები სჩადიოდნენ?!“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner