ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ 2010 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როცა დავით კირკიტაძე ზუგდიდის „დინამოსთან“ წაგებული მატჩის გამო მსაჯებს საჯაროდ, ტელეკამერების წინ ფიზიკურად გაუსწორდა.
„იმის გამო, რომ ბოლნისის „სიონმა“ ზუგდიდის „დინამოსთან“ მატჩი წააგო დავით კირკიტაძემ მსაჯებს საჯაროდ, ტელეკამერების წინ სცემა. ამაზე სიუჟეტები მომზადდა, თუმცა არ გვახსოვს ამისთვის დასჯილი ადამიანები“,- აღნიშნა ჭკადუამ.
ადვოკატმა მეგის ქარდავაზეც ილაპარაკა, რომელიც ამ დროს ზუგდიდის „დინამოს“ გულშემატკივრობდა. „გეტყვით, რა გააკეთა მეგის ქარდავამ. ზუგდიდის მწვრთნელი ბესო შეროზია, აიყვანა ზუგდიდის სასაფლაოზე, გაათხრევინა საფლავი და უთხრა, თქვენ თუ წააგებთ ბოლნისის „სიონთან“ ესაა შენი საფლავიო“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.