ავტორი ანა ნონიკაშვილი
პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერმა გოგი თოფაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას საკუნსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება, რომ მოსამართლეებზეზეწოლა ხორციელდება, ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ მიმართულად შეაფასა.
„გიორგი პაპუაშვილი ძველი ხელისუფლების დროს გავლენიანი პიროვნება იყო, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წამყანი ფიგურა. პაპუაშვილმა, ჯობს, გაიხსენოს, წინა ხელისუფლების დროს რა ხდებოდა სასამართლოში, პროკურატურაში, საგამოძიებო ორგანიზაციებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და შეადაროს დღევანდელ მდგომარეობას.
წინასაარჩევნო პერიოდია და ყველანაირად ცდილობენ, მოახდინონ დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაცია", - განაცხადა თოფაძემ.
თოფაძემ ასევე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა. თოფაძის თქმით, მარგველაშვილის განცხადება, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლა ხდებოდა, ეჭვებს იწვევს.
„ერთი თვის წინ თუ ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტის ოჯახის წევრზე, მაშინ გამოეცხადებინა. მარგველაშვილმა მაინცდამაინც ახლა მიაბა პაპუაშვილის თემას, რაც ეჭვებს იწვევს.
ვფიქრობ, პაპუაშვილის და მარგველაშვილის განცხადებები არის წინასაარჩევნო პიარი და პოლიტიკური ქულების დაგროვებას ემსახურება", - აღნიშნა თოფაძემ.