logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მომხრეთა აქციაზე სცენა პოლიტიკოსების გარდა ქართველ შემსრულებლებსაც დაეთმობათ
- +

27 ოქტომბერი. 2021. 10:08

 

 

ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, დღეს თბილისში 17:00 საათზე დაგეგმილი „ქართული ოცნების“ მომხრეების შეკრება მასშტაბური იქნება და ღონისძიებაც შესაბამისად იქნება ტექნიკურად აღჭურვილი. გარდა პოლიტიკოსებისა, ორგანიზატორების თქმით, სცენა ქართველ შემსრულებლებსაც დაეთმობათ.

 

„როგორც ვიცი, აქციაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვა. საქართველოს პარლამენტის იქითაც დამონტაჟდება ეკრანები და ადამიანები, რომლებიც ვერ მოახერხებენ თავისუფლების მოედნამდე მისვლას ამ ეკრანებზე ნახავენ და მოუსმენენ აქციაზე გამომსვლელებს. ასევე პუშკინის ქუჩაზე, კოლმეურნეობის მოედნამდე აქციის მსვლელობა რადიოფიცირებული იქნება.

 

აქციაზე სიტყვით გამოვლენ პოლიტიკოსები და გააკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. მხატვრული თვალსაზრისით აქცია იქნება საინტერესო, სადა, ევროპული, ქართული. ძალიან საინტერესო მუსიკალური ვერსიები შემოგვთავაზა ქეთი გაბისიანმა“, - განუცხადა „ქრონიკას“ რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner