ავტორი ანა ნონიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა „რეპორტიორთან" საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპაუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ჟორჯოლიანის თქმით, პაპუაშვილის განცხადება, რომ მოსამართლეებზე ხდება ზეწოლა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„სასამართლო საქართველოში არის დამოუკიდებელი, მაგრამ სასამართლოს ზოგიერთი წევრი „ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშ იმყოფება. პაპუაშვილის განცხადებები, მგონია სიმართლეს არ შეესაბამება",- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მის ერთ-ერთ ოჯახის წევრზე ხდებოდა ზეწოლა, გამოსაძიებელია.
„მარგველაშვილის განცხადება არის გამოსაძიებელი. პრეზიდენტის ინსტიტუტმა თვითონ უნდა დაარეგულიროს და არა პოლიტიკური განცხადებების ადგილად იქცეს",-აღნიშნა ჟორჟოლიანმა.