„ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთი და იგივე რიტორიკა არეულობასთან დაკავშირებით. ის, რაც დღეს სუსის ბრიფინგზე მოვისმინეთ ახალი ხომ არ არის. სიახლეა სისხლის სამართლის დანაშაულის დეტალები. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ მუდმივად გვესმის საუბარი არეულობაზე", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევნები 2021“-ში განაცხადა.
„12 წელია „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ემუქრება დესტაბილიზაციით, არეულობით და ა.შ. ისინი საკუთარ შანსს მხოლოდ ამაში ხედავენ. მათ არ აქვთ არც საარჩევნო რესურსი და არც ქუჩაში ხალხის გამოყვანის რესურსი. ერთადერთ რესურსს ხედავენ არეულობაში, რომ როგორმე მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. არც ამის რესურსი აქვთ, რადგან სახელმწიფო ნებისმიერ ასეთ მცდელობას შესაბამის პასუხს დაუპირისპირებს. ნახეთ როგორ აყალბებდა „მთავარი არხი“ სოციოლოგიურ კვლევას, იმიტირებულია სააკაშვილის შიმშილობაც. ამ ყველაფრით ცდილობენ შექმნან ფონი, რომელიც მათ არეულობის განვითარების საშუალებას მისცემთ. თითოეული თითოეული ინსტიტუტი ტავის ადგილზე დგას და მათ ამის სასუალებას არ მივცემთ“, - აღნიშნა კობახიძემ.