logo_geo
eng_logo
CDC-ის კვლევა: ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციისგან უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე გადატანილი კორონავირუსი
- +

30 ოქტომბერი. 2021. 02:18

 

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ახალი კვლევის თანახმად, ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციისგან უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე გადატანილი კორონავირუსი.

 

კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის მსგავსი სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულ პირებში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ინფიცირების რისკი ხუთჯერ მეტი იყო, ვიდრე ცოტა ხნის წინ ვაქცინირებულ პირებში.

 

კვლევის ფარგლებში, ცხრა შტატსა და 187 საავადმყოფოში 7000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. კერძოდ, იმ პირთა მონაცემები შეადარეს ერთმანეთს, ვინც ბოლო 3-6 თვის განმავლობაში, არავაქცინირებული იყო და ადრე კორონავირუსი გადაიტანა და ვისაც იმავე პერიოდში ვაქცინაცია ჩაუტარდა.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მათ, ვინც ადრე ინფიცირებული იყო, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

 

„ახლა დამატებითი მტკიცებულება გვაქვს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაქცინების მნიშვნელობას, მაშინაც კი, თუ ადრე ინფექცია გადაიტანეთ“, - განაცხადა CDC-ის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner