პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალურ ქსელში წერს:
„მიხეილ სააკაშვილი ამომრჩევლებს - ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე - გთხოვთ, გადაურეკოთ ყველა ნათესავს, ვინც არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას და გაიყოლოთ თან.
იქნებ ვინმე ექსპერტმა-ანალიტიკოსმა (ოღონდ არახუხაშვილისებურმა), ამიხსნას, რა კავშირი აქვს არჩევნებს და სააკუას სიცოცხლის გაგრძელებას?
ტიპი (ვითომ) არ ჭამს და ხუთი ნომრის შემოხაზვა მადას გაუხსნის?
მისი ჰაბიტუსის პატრონს კიდევ ორი - სამი თვე ისე შეუძლია იშიმშილოს, გარეგნულად არც დაეტყობა.'
ანეკდოტი გამახსენდა:
- დღეს ჩემმა მეუღლემ კურორტიდან დამირეკა. მითხრა, რომ სამი კილოგრამი დაიკლო.
- გადასარევი ამბავია, არა?
- აბა რა გითხრა? მისი წონის პატრონისთვის სამი კილოს დაკლება იგივეა, რომ მერსედესის ყიდვისას 100 დოლარი დაგიკლონ.
არა უშავს, ექვს წელიწადში კარგად დაიფერთხება და ახალი ძალებით შეუდგება თავისი მომხრეების ტვინის ხნას.
აუცილებლად გადავურეკავ ყველა ნათესავს, ვინც არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას და თან გავიყოლიებ.
მე ისეთი ნათესავები მყავს, რომც აწამო, მელიას არც ერთ შემთხვევაში არ შემოხაზავენ
რა უცნაურია!
ყოველთვის გამოვირჩეოდი თანაგრძნობითა და სიბრალულით. ეზოში "სიბრალულას" მეძახდნენ - ყველა მეცოდებოდა: მოკლული კალიგულა, თავმოკვეთილი კარლოს სტიუარტი, ალპენშტოკით აკუწული ტროცკი, დაჟე ჩამოხრჩობილი კალტენბრუნერისადმი სინანულის წამიერი გრძნობა გამიჩნდა.
მაგრამ ამ გოთვერნის მიმართ ემპათიის გრამის არა მაქვს.
სულ პირიქით.
საინტერესოა, რატომ?" - წერს დავით კალანდია.