„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია არჩევნების მეორე ტურს 20-ვე მუნიციპალიტეტში იგებს.
„19:00 საათის მონაცემების თანახმად, ვიგებთ არჩევნებს 20-ვე მუნიციპალიტეტში, თუმცა დაახლოებით 45 წუთი რჩება და ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებთ, მაქსიმალური აქტიურობისკენ.
საჭიროა გამარჯვების ბოლომდე მიყვანა, ამისთვის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.